საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს ლექცია წაუკითხა. „სამხედრო საკითხებისა და საგანგებო სიტუაციების გაშუქება“ სტუდენტებისთვის ახალი საგანია. ანა დოლიძის ლექციაც, სწორედ, ამ სასწავლო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.
თავდაცვის მინისტრის მოადგილე სტუდენტებს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურასა და უწყებაში დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია თავდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საკითხმა, რომელიც არმიაში სუიციდის პრევენციას ეხება. ლექცია-სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
თსუ-ში ახალი საგნის - „სამხედრო საკითხებისა და საგანგებო სიტუაციების გაშუქება“ დანერგვისთანავე თავდაცვის უწყებამ სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და მუდმივად აძლევს საშუალებას მომავალ ჟურნალისტებს, ჯარის ცხოვრებას ახლოს გაეცნენ.
სტუდენტები გასულ კვირას ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ იმყოფებოდნენ. სამომავლოდ ჟურნალისტებისთვის თავდაცვის უწყებასთან ერთად სპეციალური პროგრამის შემუშავებაც არის დაგეგმილი.