ეროვნულ სასწავლო ცენტრ ,,კრწანისში“ საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის დასრულების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ცერემონიალს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ლევან ბერია, გენერალური შტაბის J-3 დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, პოლკოვნიკი არჩილ ომიაძე და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, პოლკოვნიკი დავით აბრამიშვილი დაესწრნენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სპეციალისტთა და უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის კურსანტებმა რვა თვის განმავლობაში ელექტრო რადიოტექნიკის, რადიოლოკაციის, საზენიტო სარაკეტო კომპლექსები, მათი საბრძოლო გამოყენება და სხვა დისციპლინები შეისწავლეს.
სასწავლო კურსი 2 თებერვალს დაიწყო და დღეს დასრულდა.