ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „მტკიცე-მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში ტაქტიკური სწავლება გაიმართა. ბაზის მთავარ გამშვებ პუნქტთან ჩატარებულ წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ნაკრები ასეულის პირადი შემადგენლობა მონაწილეობდა.
სწავლება რამდენიმე კომპონენტისგან შედგებოდა. ქართველმა სამხედროებმა დაშავებულის ევაკუაციის, სწრაფი რეაგირების და ბაზის შიდა უსაფრთხოების ამოცანების შესრულებაში გაიარეს მომზადება.
31-ე ბატალიონის ნაკრები ასეულის სამხედროებს ტაქტიკური სწავლებები ყოველკვირეულად უტარდებათ. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის ხელმძღვანელობისა და ასეულის მეთაურის შეფასებით, პირადი შემადგენლობა საბრძოლო მზადყოფნის მაღალ ხარისხს ინარჩუნებს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ნაკრები ასეულის მთავარი ამოცანა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.