ავღანეთში გარდაცვლილი ჯარისკაცი ვასილ ყულჯანიშვილი რუსთავის სასაფლაოზე დაკრძალეს. ჯარისკაცი წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან გამოასვენეს.
გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრეს და პანაშვიდს დაესწრნენ ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოში ამერიკის ელჩი იან კელი მეუღლესთან ერთად.
ვასილ ყულჯანიშვილს რუსთავის სასაფლაოზე სამხედრო წესით დაკრძალეს.
ქალაქის ცენტრალურ გამზირზე, მედროშეები იდგენენ და მათ საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებული ეჭირათ.
ვასილ ყულჯანიშვილი 22 სექტემბერს ავღანეთში პატრულირების დროს განხორციელებული თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა.