27 სექტემბერს, 11:30 საათზე, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე - „გმირთა სავანე“, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივს მიაგებენ.
შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 22 წელი სრულდება.