ხვალ პრეზიდენტის რეზიდენციაში უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს” აპარატიდან აცნობეს, სხდომის დღის წესრიგში შეტანილია 3 საკითხი. კერძოდ: საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 2016 წლისთვის, ‘სამხედრო აღმშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები და "საქართველოს საფრთხეების შეფასების 2015-2018 წწ დოკუმენტის" პროექტის სამხედრო საფრთხეების ნაწილი.
საკითხზე მომხსენებლები იქნებიან თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის რეზიდენციაში 17:00 საათზე გაიმართება. სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან საბჭოს მუდმივი წევრები.