ხვალ, 22 სექტემბერს, 09:30 საათზე, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში შიდა აუდიტის ტრენინგი დაიწყება.
სემინარს საქართველოს თავდაცვისა და ფინანსთა მინისტრების მოადგილეები - ანა დოლიძე და ცოტნე ყავლაშვილი გახსნიან. სემინარის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ ასევე გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ.