სამშვიდობო ოპერაციებში დაშავებული პირები საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან- აღნიშნულს ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებები ,,საგადასახადო კოდექსში”, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული.
კანონპროექტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება პირები, რომლებმაც სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს და კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული აქვთ 6 000 ლარამდე.
„დღეის მდგომარეობით, სამშვიდობო ოპერაციებში დასახიჩრებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი არ აქვთ და ისინი სამკურნალო შვებულებაში იმყოფებიან. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, შეღავათი დაახლობით 55 პირზე გავრცელდება“, - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.