ხვალ, 30 ოქტომბერს, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ქართულ-ამერიკული სწავლების _ "დაუყოვნებელი პასუხი 2009" _ ფარგლებში მედიისთვის საჩვენებელი სწავლება ჩატარდება.
როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ჟურნალისტებისთვის გაიმართება იმიტირებული საჩვენებელი სამშვიდობო ოპერაცია.
ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოში სტუმრად მყოფი ამერიკელი ბრიგადის გენერლებიც დაესწრებიან.