საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში მომხდარი ფაქტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, შესაბამისი უწყებები გამოიძიებენ მომხდარის მიზეზებს და აუცილებლად დადგება კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი.
გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტრო დაზარალებულის ოჯახს სრულად აუნაზღაურებს "დელტას" მიერ მიყენებულ ზარალს.
16 სექტემბერს "დელტას" მიერ სეტყვასაშიში ღრუბლების აქტიური დამუშავების პროცესში ერთ-ერთი ჭურვი ადგილობრივი მოსახლის სახლს დაეცა. დამწვარია სახლის სახურავი და დაბზარულია კედლები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.