თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადც აღნიშნულია, რომ სამხედრო, ან ორმაგი დანიშნულების ტვირთების საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით გადაზიდვასთან დაკავშირებით რუსეთის არ მიუმართავს. ამასთან თავდაცვის უწყების განცახდებაში მითითებულია, რომ ასეთი მომართვის შემთხვევაში საქართველოს პოზიციცია უარყოფითი იქნებოდა.
,,მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიერ სირიის მიმართულებით გადაადგილებისას, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების ტვირთების საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით გადაზიდვასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციას საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ არ მოუმართავს. ამგვარი მომართვის შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოზიცია რუსეთის ფედერაციის სამხედრო თვითმფრინავების ფრენებთან ან სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების ტვირთის საჰაერო გადაზიდვასთან დაკავშირებით, იქნება უარყოფითი”, _ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.