საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ლიტვაში ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს. უწყების ინფორმაციით, მინისტრი ამჯერად ლიტვის სეიმის სპიკერს, ლორეტა გრაუჟინიენეს შეხვდა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველო-ლიტვას, ისტორიულად, დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ და ეს ურთიერთკავშირი კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს.
თინათინ ხიდაშელის თქმით, ლორეტა გრაუჟინიენესთან შეხვედრაზე ლიტვის რესპუბლიკის დამოკიდებულება საქართველოს ევროპული არჩევანის მიმართ კიდევ ერთხელ აღინიშნა - ლიტვაში მტკიცედ სჯერათ, რომ საქართველოს გამარჯვება, ლიტვის გამარჯვებაა.
„პარლამენტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც ევროპის ენერგოუსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის როლზე. ნატოს ცენტრში ვიზიტიც ერთგვარად სიმბოლური იყო, რადგან ცენტრი, სწორედ, ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით მუშაობს. ვფიქრობ ეს ასპექტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია იმ გზაზე, რომლითაც საქართველოს შეუძლია, მთელს მსოფლიოს საკუთარი მნიშვნელოვნება კიდევ უფრო ხმამაღალი ნათქვამით წარმოუჩინიოს. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ნატოს ცენტრის წინ დგახარ და იქ საქართველოს დროშა ფრიალებს. ვხუმრობდით კიდეც, რომ ბალტიისპირეთისთვის ჩვენ უკვე ნატოში ვართ“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
ლიტვის პარლამენტი ერთსულოვნად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დემოკრატიულ განვითარებასა და ქვეყნის ევროპულ და ევრო–ატლანტიკურ ინტეგრაციას. საქართველოსთან თანამშრომლობის ლიტვის საპარლამენტო ჯგუფი, რომელსაც ზიტა ჟვიკიენე ხელმძღვანელობს, 64 დეპუტატს აერთიანებს და, ამ მხრივ, ყველაზე მსხვილი საპარლამენტო ჯგუფია. საქართველოს პარლამენტის ლიტვის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი კი პარლამენტარი ვალერი გელაშვილია. ქართული ჯგუფი 25 დეპუტატს აერთიანებს.