საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალური შეხვედრა ლიტვის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. შეხვედრას ასევე ლიტვის ეროვნული თავდაცვის მინისტრი იუზას ოლეკასი და ლიტვის თავდაცვის ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი დაინიუს კატილიუსი დაესწრნენ.
თინათინ ხიდაშელი ნატო-ს მინისტერიალის წინ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შეხვედრებს მართავს.