ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ საარტილერიო მომზადების სკოლის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა. კურსის გამოშვების საზეიმო ცერემონიალი სასწავლო ცენტრის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
14 არტილერისტს სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ლევან ბერიამ მიულოცეს.
უმცროს ოფიცერთა საარტილერიო მომზადების კურსი 2 თებერვალს დაიწყო და დღეს დასრულდა. სასწავლო პროგრამის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებმა საარტილერიო ცეცხლის მართვის პროცედურები, საარტილერიო ბატარეის მართვა შეისწავლეს და შეიარაღებულ ძალებში არსებულ საარტილერიო შეიარაღებას პრაქტიკულად გაეცნენ.
დღეიდან უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის სამხედროები სხვადასხვა საარტილერიო ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და საქართველოს შეიარაღებული ძალების გააგრძელებენ მსახურს.