საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შექმნიდან 24 წელი გავიდა. 1991 წლის 9 სექტემბერს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ბრძანებულება გამოსცა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შექმნის შესახებ.
ზვიად გამსახურდიას ბრძანებულებაში ნათქვამია, რომ საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს დაევალა ეროვნული არმიის ჩამოყალიბება და ეროვნული გვარდიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა. დოკუმენტის მიხედვით, ეროვნული გვარდია უშუალოდ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს დაექვემდებარა.
თავდაცვის უწყების ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს ულოცავს დღევანდელ დღეს!