საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იუნკერთა პირველი ნაკადის, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის 105 კურსდამთავრებულ „იუნკერს“ ოფიცრის ფიცის დადება მიულოცა და სიტყვით მიმართა.
„მინდა, მადლობა ვუთხრა დღევანდელ კურსდამთავრებულებს და მათ ოჯახებს იმ მნიშვნელოვანი არჩევენისათვის, რომელიც მათ გააკეთეს. არჩევანისათვის, რომელიც არის საამაყო და ამავდროულად ყველა ზე მძიმე მისია.
ამ არჩევანს ემსახურებოდით თქვენ, როდესაც იმაღლებდით კვალიფიკაციას და ეუფლებოდით საჭირო უნარებს. თქვენს ამ არჩევანს, ცოდნას და უნარებს ეფუძნება საქართველოს სახელმწიფოს სიძლიერე, მისი საზღვრების ურყევობა და მისი საზოგადოების სტაბილურობა.
ამავდროულად, თქვენს ამ არჩევენს და თქვენს პროფესიულ უნარებს უყურებს მტერი. უყურებს და ბუნებრივია ეშინია, რადგან ხედავს პროფესიულ და ბრძლოლისუნარიან ქართულ არმიას. ძლიერ არმიას, რომელის რიგებიც კი არ თხელდება არამედ, ყოველდღიურად ძლიერდება ისეთი ადამიანებით, როგორიც თქვენ ხართ!
შეიარაღებულ ძალებს გამოაკლდნენ გმირები, რომელთა სახელებსაც ჩვენ მუდამ გულში ვატარებთ არა არასოდეს დავივიწყებთ!
იყო ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირველი კურსდამთავრებული ძალიან მნიშვნელოვანი მისია და მნიშვნელოვანი ვალდებულებაა. ბუნებრივია, თქვენ ყოველთვის იამაყებთ ამით!
ქართველი ჯარისკაცი, სიმამაცისა და ძლიერების გარდა, ყოველთვის იყო ინტელექტის მქონე ჯარისკაცი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი წინაპარი ვერ გაუმკლავდებოდა უამრავ მტერთან ბრძოლას.
დღეს თქვენ დგახართ თქვენი წინაპრების გზაზე - დაიცვათ თქვენი სამშობლო, ღმერთი გფარავდეთ ამ გზაზე!“-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.