დღეს, 8 სექტემბერს, 12:00 საათზე, ქალაქ გორში მდებარე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე აკადემიის იუნკერთა პირველი გამოშვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართება. კურსდამთავრებულებს უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის დასრულებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და აკადემიის რექტორი, პოლკოვნიკი ირაკლი გეგეჭკორი მიულოცავენ.