თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელი განცხადებით, საქართველოს მთვრობის ამოცანაა იბრძოლოს ბოლომდე და გახდეს ნატოს წევრი.
"ჩვენი ამოცანა არის, რომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, სადაც კედელი დაგვხვდება ის კედელი უნდა გავანგრიოთ, სადაც მეგობრული ღიმილი დაგხვდება, ეს მეგობრული ღიმილი უნდა გავამრავლოთ. ეს არის საქართველოს მთავრობის ამოცანა ვარშავამდე”, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველოს ამოცანა არის ვარშავადან წამოვიდეს, ნატოს წევრობის გზაზე დამდგარი.
,,საქართველოს ამოცანაა ვარშავადან წამოვიდეს წევრობის გზაზე დამდგარი, მაპით, თუ მაპის ამოგდებით, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს”, - აცახდებს მინისტრი, რომელიც საერთაშორისო კონფენრეციას “ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი” ესწრება.