9 სექტემბრიდან, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ნატო-ს წევრ 6 ქვეყანას ეწვევა. ამის შესახებ, ხიდაშელმა ,,ამბასადორილაზე” ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„9 სექტემბრიდან ვიწყებ მორიგ შემოვლას ნატო-ს წევრ ევროპულ ქვეყნებში. ექვს ქვეყანაში მივდივარ გადაბმულად“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
მისივე თქმით, ვიზიტის ძირითადი მიზეზი, თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში, მეტი შედეგების მიღება და ნატო-ს ვარშავის სამიტი იქნება.