საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სამხედროებთან ერთად ტაქტიკურ გადაადგილებაში მიიღო მონაწილეობა.
10 კილომეტრიან ტაქტიკურ მარშში გენერალური შტაბის დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები, ასევე ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობა, სახმელეთო ჯარების, სპეციალური ოპერაციების ძალების, პირველი საარტილერიო ბრიგადისა და მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის შტაბები მონაწილეობდნენ.
ტაქტიკური გადაადგილება სრული სამხედრო აღჭურვილობით ვაზიანის მეოთხე მექანიზირებული ბრიგადიდან სამხედრო პოლიგონის მიმართულებით შეასრულდა.
„ტაქტიკურ გადაადგილებაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია. როგორც შტაბმა ასევე სამანევრო დანაყოფმა ერთდროული გადაადგილება უნდა შეძლონ, იყვნენ მზადყოფნაში. ამავე დროს, ამას აქვს თავის დამატებითი ფუნქცია - ჯარისკაცმა უნდა დაინახოს, რომ შტაბის ოფიცერი, რომელიც მასთან ერთად არის, ისეთივე წონით, ისეთივე შეიარაღებით გადის იგივე დატვირთვას რასაც თვითონ. რა თქმა უნდა, ეს იქნება პერმანენტული ხასიათის, ცალ-ცალკე დეპარტამენტებს მსგავსი ვარჯიშები აქვთ, მაგრამ ასეთი, ჯართან ერთად, როგორც ავღნიშნე, იქნება პერმანენტული„ - აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.