„ნორიოს“ საწვრთნელი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სუიციდის ფაქტი მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. შემთხვევა დღეს 06: 50 საატხე მოხდა.
როგორც თავდაცვის უწყების განცხადებაშია ნათქვამი, წინასწარი ინფორმაციით, I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის რიგითმა საშტატო იარაღიდან გასროლით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია წერილი.
მიმდინარეობს გამოძიება. საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს. თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს.