საქართველოს ნატოს ურთიერთობები წარმატებით ვითარდება, რისი მაგალითიც არის დღეს საქართველოში წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის გახსნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
” ჩვენთვის მეტად სასიხარულოა, რომ საქართველო და ნატოს ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. ბოლო წლებში ჩვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვან ნაბიჯები გადაგა, რასაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან აღიარება და შეფასება მოჰყვა. დღეს საქართველოში იხსნება წვრთნისა და შეფასები ცენტრი, რომელიც ნატო-საქართველოს ერთობლივი წარმატებული პროექტია. ჩვენმა მთავრობამ ისევე, როგორც წევრმა ქვეყნებმა და ნატოს საერთაშორისო სამსახურმა უდიდესი სამუშაოები გასწიეს, რომლის შედეგიც გახლავთ ეს ცენტრი. მე ასევე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს უკვე აქვს ნატოს მხარდაჭერით შექმნილი სასწავლო ცენტრების მართვის გამოცდილება. კერძოდ, საჩხერის ცენტრი. ვფიქრობ, რომ ეს გამოცდილება მნიშვნელოვნად დაგვეხმარება ახალი ცენტრის წარმატებით საქმიანობაში”, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.