თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ხვდება. ნატო-ს გენერალური მდივანი თავდაცვის უწყებაში გმირთა მოედნიდან მივიდა, სადაც მან საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
შეხვედრაში გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე მონაწილეობს. თავდაცვის სამინისტროში გამართული კონსულტაციების შემდეგ იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება, შემდეგ კი კრწანისში გაემგზავრება, სადაც ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრი გაიხსნება.
იენს სტოლტენბერგი ორდღიანი ვიზიტით საქართველოს გუშინ ეწვია.