საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იმყოფება.
27 აგვისტოს, 10:25 საათზე, გმირთა მოედანზე, ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე პატივს მიაგებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გვირგვინით შეამკობენ დაღუპულ გმირთა მემორიალს.
10:45 საათზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელს შეხვდება.
14:10 საათზე ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის ინაუგურაცია გაიმართება. ალიანსის გენერალური მდივანი საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ ასეულსაც შეხვდება, რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის გადამზადდა.