დღეს, 24 აგვისტოს, 11:00 სთ-ზე თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი „კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრის“ ტერიტორიაზე, ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტთან დაკავშირებულ მოსამზადებელ სამუშაოებს დაათვალიერებს. „კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრის“ ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნა იგეგმება.