განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის საჯარო გამოსვლა „ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში“ (USIP). შეხვედრა C-SPAN-ის პირდაპირ ერთერში გადაიცემოდა. თინათინ ხიდაშელმა საკუთარ მოხსენებაში უკრაინის კრიზისზე, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის პერსპექტივებზე, აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისპირეთის ქვეყნების უსაფრთხოების გარემოსა და რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე ისაუბრა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატოს „ვარშავის სამიტზე“ დასავლეთის ერთსულოვანი მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება. მინისტრის თქმით, არსებული საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, პოლიტიკური რეალიები ცალსახად ადასტურებს, რომ საქართველოსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს ერთმანეთი სჭირდებათ.
იხ. ბმული