საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ქართველი გენერლის, ჯონ მალხაზ შალიკაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკეს.
სამინისტროს ინფოპრმაციით, თინათინ ხიდაშელი ვაშინგტონიდან საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღის თარიღსაც გამოეხმაურა.
„სიმბოლურია, რომ დღეს, 18 აგვისტოს, ჩვენი თაობის ყველაზე უფრო დიდი გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეს აქ, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე ვიმყოფებით... ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ვიდრე ჩვენს ქუჩებზე ასეთი ბიჭები, ასეთი გმირები ცხოვრობენ ჩვენი ქვეყანა იქნება ძლიერი და შემძლე იმისა, რომ საკუთარი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის დაცვა უზრუნველყოს. სიმბოლურია, რომ, სწორედ, დღეს ვიმყოფებით არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე, სადაც პატივი მივაგეთ წარმოშობით ქართველი, ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გენერლის, ჯონ მალხაზ შალიკაშვილის ხსოვნას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.