15 აგვისტოს, 03:15 საათზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის ხელმძღვანელობით, აშშ-ში სამუშაო ვიზიტით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრება.
საქართველოს თავდაცვის უწყების დელეგაციის შემადგენლობაშია შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.