ხვალ, 12 აგვისტოს, 11:00 საათზე, დიდგორის ველზე, დიდგორობის სახალხო დღესასწაულის 894-ე წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „დიდგორობის“ სახალხო დღესასწაულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრებიან.