1 აგვისტოს, საქართველოში დისლოცირებულ სამხედრო ბაზებზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის ერთკვირიანი ტური დასრულდება.
უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესა და ტელერეპორტიორებთან ერთად საჩხერის სამთო მომზადების სკოლიდან აღმოსავლეთ საქართველოში გადაინაცვლებს და გორში გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალს ესტუმრება.
13:00 საათზე თავდაცვის მინისტრი სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე მდებარე 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს დაღუპული ექიმის, გიორგი აბრამიშვილის მემორიალს გვირგვინით შეამკობს. თინათინ ხიდაშელი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელობისგან ჰოსპიტალის საქმიანობის, ამოცანებისა და მიზნების შესახებ პრეზენტაციას მოისმენს.
მოგვიანებით დაგეგმილია ამბულატორიის, ემერჯენსის, რეანიმაციის, ასევე კარდილოგიური, ტრავმატოლოგიური და დიალიზის განყოფილებების, ინფექციური შენობისა და სისხლის ბანკის დათვალიერება.