თავდაცვის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სპეციალურმა მრჩეველმა ჯონ მაკკულამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობა დაასრულა. გამგზავრებამდე მაკკულა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ანა დოლიძესა და სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდნენ. ანა დოლიძემ ჯონ მაკკულას თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. მან ბრიტანელ მრჩეველს მადლობის სიგელი გადასცა და თავდაცვის უწყებაში მისი მუშაობის პერიოდი დადებითად შეაფასა.