ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაჭრილი სამხედროების მკურნალობას 1 მილიონით დააფინანსებს.ამის შესახებ,ჟურნალისტებთან თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.
"მინისტრად როცა დავინიშნე, ბიძინა ივანიშვილს პირადად ვთხოვე კაპრალ დავითაიას მკურნალობის დაფინანსება, რომელიც 1 მილიონი ჯდებოდა. სამწუხაროდ, ეს ვერ მოვასწარით და კაპრალი გარდაიცვალა, თუმცა დაჭრილი სამხედროების მკურნალობის დაფინანსებაზე შემოთავაზებას ბიძინა ივანიშვილი ღიად ტოვებს, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ბევრ ჯარისკაცს, რომელსაც მკურნალობა სჭირდება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.