საინტერესოა დეკემბრის მინისტერიალზე რა დოკუმენტს მიიღებს ნატო და არა ის, რა გადაწყვეტილებებს იღებს რუსეთი, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს რუსეთის ახალი საზღვაო დოქტრინის შემუშავებასთან დაკავშირებით განუცხადა.
თინა ხიდაშელის განცხადებით, მომდევნო ათი წლის განმავლობაში, კრემლთან მიმართებაში ოპტიმისტური პროგნოზები არ აქვს.
,,ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც დღეს ვხედავთ და რომელიც სავარაუდოდ, შემდეგი 10 წლის განმავლობაში გამოვა კრემლიდან, და მე არ მაქვს რუსეთთან დაკავშირებით ოპტიმისიტური პროგნოზი, ყველა დოკუმენტი, რომელიც გამოვა კრემლიდან, იქნება მსგავსი შინაარსის, ზოგიერთ ზღვაზე არ გაფართოების არდაშვების, ზოგი კი ჰაერში გაფართოების არ დაშვების შესახებ. მათი პოზიცია გასაგებია, მაგრამ ჩემთვის, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრისთვის, გაცილებით საინტერესოა დეკემბრის მინისტერიალზე რა დოკუმენტს მიიღებს ნატო. ეს არის პასუხი ჩვენს გამოწვევებზე და არა ის, რა გადაწყვეტილებებს იღებს რუსეთი", - განაცხადა თინა ხიდაშელმა და დასძინა რომ რუსეთი მეგობრობას არ აპირებს.