თავდაცვის მინისტრი ჩეხეთში ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების მნიშვნელობაზე საუბრობს. თინა ხიდაშელი განმარტავს, რომ ჩეხეთი საქართველოს საერთაშორისო არენაზე სრულ მხადაჭერას უცხადებს. მისივე თქმით, უცხოელი კოლეგების პოზიცია ცალსახა იყო. ჩეხეთი მხარს დაუჭერს საქართველოს როგორც ვარშავის სამიტზე, ისე ევროკავშირის მიმართულებით და ვიზალიბერალიზაციის საკითხში. თინათინ ხიდაშელი ჩეხეთთან სამხედრო სფეროში დაგეგმილ თანამშრომლობაზეც ამახვილებს ყურადღებას და მეგობარი ქვეყნისგან ქართველი მფრინავების გადამზადების გარდა სხვა შემოთავაზებებსაც ელის.