საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე გაცნობითი ხასიათის ვიზიტით საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს ეწვია.
საწვრთნელ ბაზა „ალგეთში“ მინისტრის მოადგილეს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ლევან ბერია ახლდნენ.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საწყისი საბრძოლო მომზადების ბაზის ინფრასტრუქტურა - ყაზარმები, სასადილო და სამუშაო კაბინეტები დაათვალიერა და სამხედრო მოსამსახურეების სამუშაო პირობებს გაეცნო.
ბაზის მეთაურმა სტუმრებს საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა, რომელიც ცენტრის მოკლე და საშუალოვადიან გეგმებს მოიცავდა. ვიზიტის დასასრულს ანა დოლიძემ საწვრთნელი ბაზა „ალგეთის“ სასროლეთიც დაათვალიერა.