საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტს ევროპული მედია აქტიურად აშუქებს.
უწყების ინფორმაციით, „რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისის გადაცემების - „დაბრკოლების ზოლი“ და „რეალური დრო“ შემდეგ, თინათინ ხიდაშელმა ვიზიტის მნიშვნელებაზე „რადიო თავისუფლების“ გადაცემაში “ეხო კავკაზა” ისაუბრა.
დღეს კი მინისტრმა ინტერვიუ მისცა ჩეხეთის ცნობილ გამოცემას „Lidove noviny“.
შეგახსენებთ, რომ ხიდაშელი ჩეხეთში 21 ივლისს გაემგზავრა.