წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა რესოციალიზაციის 22-ე ეტაპი დაიწყო. სამხედრო მოსამსახურეები , რომლებიც ცენტრში მკურნალობის კურსს გადიან, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა რომან ჯოხაძემ მოინახულეს. ცენტრში სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები 24-საათიანი სამხედრო მომსახურებით სარგებლობენ. სარეაბილიტაციო კურსის გავლის შემდეგ კი მათ რეკრეაციული თერაპია ჩაუტარდებათ. დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის წეროვანში რეაბილიტაციის კურსი აგვისტოშიც იგეგმება.