ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, ჩეხ კოლეგასთან შეხვედრამდე, სამხედრო მრეწველობაში მსოფლიოს რამდენიმე ლიდერი კომპანიის საქმიანობს გაეცნო.
თინათინ ხიდაშელი, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ქართული დელეგაციის სხვა წევრები ჩეხეთის საჰაერო ძალების სარდლის და სამხედრო მაღალჩინოსნების თანხლებით უკვე იმყოფებოდნენ კომპანიებში - „LOM PRAHA“ და „VR GROUP“, რომელიც ახალი თაობის სიმულაციური ცენტრების წამყვანი კომპანიაა. ამ წუთებში ქართული დელეგაცია მასპინძელ მხარესთან ერთად კომპანია “ERA”-ში იმყოფება. “ERA” მსოფლიოში სამხედრო წარმოების ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. მას მოგებული აქვს ტენდერი ნატოს წევრი ქვეყნების VERA NG რადარით მომარაგებაში და ისინი, სწორედ, ამ კომპანიის სახელწოდების თანამედროვე რადარებს იყენებენ. “ERA”-ს წარმომადგელებემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებისთვის სპეციალური პრეზენტაცია გამართეს და რადიო ტექნიკური სადაზვერვო საშულებები და სარადარო სისტემები გააცნეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი და ქართული დელეგაციის წევრები ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის მეორე ნაწილს ჩეხეთის თავდაცვის მინისტრ მარტინ სტროპნიცკთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ლუბომირ ზაორალეკსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრით დაასრულებენ.