თქვენ იყავით ხურვალეთში, გქონდათ შესაძლებლობა, XXI საუკუნეში გენახათ ახალი ბერლინის კედელი და ეს არის სამწუხარო რეალობა, - მიმართა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტს დონალდს ტუსკს პრეზიდენტის რეზიდენციაში.
,,გქონდათ საშუალება, ამ ორი დღის განმავლობაში გენახათ საქართველო ისეთი, როგორიც არის - ყველა თავისი პრობლემით, ოკუპაციით გამოწვეული პრობლემებით, ყოვედღიური გასაჭირით, მაგრამ იმ სიმხნევით, რომლითაც ყოველი ქართველი დგას და ებრძვის ამ გამოწვევებს, რომელსაც დღევანდელი სამყარო გვთავაზობს. თქვენ იყავით ხურვალეთში, გქონდათ შესაძლებლობა, XXI საუკუნეში გენახათ ახალი ბერლინის კედელი. ეს არის სამწუხარო რეალობა“, - მიმართა მინისტრმა სტუმარს.
ამსთანავე, თინა ხიდაშელმა ყველა იმ ჯარისკაცს, რომელიც ქვეყნის სადარაჯოზე დგას, მადლობა გადაუხადა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ევროკავშირის მისიის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაგზავნილ საქართველოს სამშვიდობო კონტიგენტს შეხვდნენ.