პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის სიკეთე, რომელიც საქართველოს გლობალური უსაფრთხოების კუთხით შეაქვს, უახლოეს მომავალში უფრო მნიშვნელოვნად უკან დაუბრუნდება. Aამის შესახებ, მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, ევროკავშირის მისიის ეგიდით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს სამშვიდობო კონტიგენტისადმი სიტყვით მიმართვისას განაცხადა, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი Dდონალდ ტუსკი ესწრება.
,,ჩვენ გვჯერა, რომ უახლოეს მომავალში ის სიკეთე, რომელსაც ჩვენ სხვა სახელმწიფოებთან ერთად, გლობალური უსაფრთხოების სახით ვქმნით, კიდევ უფრო მნიშვნელოვნად დაუბრუნდება ჩვენს სახელმიწოფოს. ჩვენს სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიაზეც, სამწუხაროდ, ისტორიული სამართლიანობის წინააღმდეგ დგას ოკუპანტის ჯარი. ჯარი რომლისთვისაც იოლია ყოვლდღიურად, გაუგებარი მიზეზების გამო, პროვოკაციის მოწყობა”, _განაცხადა პრეზიდენტმა.