თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს საფრანგეთში გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ნდობის ჯგუფის ყველა კითხვას, ამომწურავი პასუხი გასცა.
„ყველა დამშვიდდება და დაწყნარდება ამის შემდეგ. სერიოზული ხელშეკრულება დავდეთ, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, როგორც თავდაცვის შეიარაღების კუთხით, ასევე, ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ მოვახერხეთ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაგვეცა“, - დასძინა თინათინ ხიდაშელმა, რომელმაც ამასთანავე თქვა, რომ დეპუტატებს ხელშეკრულების ყველა დეტალზე მიაწოდა ინფორმაცია.
პარლამენტში ნდობის ჯგუფის სხდომა გრძელდება, მას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც ესწრება. სდომაზე შესვლამდე მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მათ კითხვებს სხდომის დასრულების შემდეგ უპასუხებს.