თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში აშშ-ის თავდაცვის ატაშემ შეიარაღებული ძალების მე-5 ქვეითი ბრიგადის, 51-ე ბატალიონის 16 სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო მიღწევების მედლები და სპეციალური სიგელები გადასცა. 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ექვსი თვის განმავლობაში მსახურობდნენ. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.