საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი კონფერენციას „მშვიდობა და უსაფრთხოება“ გახსნის. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, სამხრეთ კავკასიის ნატოს საზაფხულო სკოლა საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის (YATA) ორგანიზებით ტარდება.
კონფერენციის მხარდამჭერია ნატოს საჯარო დიპლომატიის სამსახური (PDD). საზაფხულო სკოლის სემინარში მონაწილეობას ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდები მიიღებენ. კონფერენციის თემებია: ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მისია, რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოება, ნატო-რუსეთის და ნატო-უკრაინის ურთიერთობები, რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაზე, რელიგიური ექსტრემიზმი სამხრეთ კავკასიაში და ISIS-ის საფრთხე მსოფლიოსთვის.
კონფერენცია 16:30 საათზე, ყვარელში სასტუმრო „როიალ ბატონში“, გაიმართება.