ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ემზადებიან.
სამხედრო მოსამსახურეებს გენდერული თანასწორობის საკითხების, სამშვიდობო ოპერაციებში გენდერული პერსპექტივების გათვალისწინების და გაეროს უშიშროების საბჭოს N1325 და თანმდევი რეზოლუციების შესახებ ლექციები ჩაუტარდათ. მსმენელებმა ინფორმაცია ისეთ თემებზე მიიღეს, როგორიცაა გენდერსა და სქესს შორის ძირითადი გასხვავებები, გენდერული თანასწორობის პრაქტიკა და გენდერული საკითხები სამშვიდობო ოპერაციებში სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ფარგლებში.
გენდერის საკითხზე სამხედროებს სასწავლო კურსი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებმა, გენდერის საკითხებში ექსპერტებმა, მაია ავალიანმა, გიორგი ამანათიძემ და ოთარ დუღაშვილმა წაუკითხეს.
ავღანეთში გასამგზავრებლად 22-ე ბატალიონის მმართველობა, „ჩარლი ასეული“, 23-ე ბატალიონის ერთი ასეული და გვარდიის გაძლიერებული ერთი ოცეული ემზადება.