ავღანეთში მიღებული ჭრილობების შედეგად გორის ჰოსპიტალში გარდაცვლილი ქართველი სამხედროს, კაპრალ რამაზ დავითაიას ოჯახს 100 ათასი ლარი გადაეცემა.როგორც თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა აღნიშნა, გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
"მთავრობის სხდომაზე დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება კაპრალ დავითაიას ოჯახისთვის 100 ათასი ლარის გადაცემის შესახებ, რაც გათვალისწინებულია ავღანეთში დაღუპულ ჩვენს მეომრებთან მიმართებაში. ეს თემა, სამწუხაროდ, ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან სპეკულაციის საგანი გახდა, რის გამოც მინდა ამ ოჯახს ბოდიში მოვუხადო. საქართველოს მთავრობა და ქართული სახელმწიფო საკუთარ ვალდებულებებს ასრულებს. შესაბამისად, რამდენიმე დღეში ეს თემა დასრულდება", - განაცხადა ხიდაშელმა.