საქართველოში ოთხდღიანი ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი რაიმონდს გრაუბე იმყოფება. ლატვიელმა სტუმარმა ვიზიტი გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სტუმრობით დაიწყო.
კადეტთა ლიცეუმის ხელმძღვანელობამ გენერალ-ლეიტენანტ გრაუბეს სამხედრო სასწავლებლის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა. მოგვიანებით, ლატვიელი გენერალი ლიცეუმში მიმღები კომისიის წევრების მუშაობასაც გაეცნო და სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხვის მსურველ ახალგაზრდებს გაესაუბრა.
ხვალ, ლატვიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი რაიმონდს გრაუბე ქართველ კოლეგას, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესა და საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელს თავდაცვის უწყებაში შეხვდება.