ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე საქართველოში „სერიოზული ისლამისტური ჯგუფების“ არსებობაზე საუბრობს. როგორც მან „პირველი სტუდიას“ ეთერში განაცხადა, პანკისის ხეობის გარდა ისლამისტებს დასაყრდენი აჭარაშიც და ქვემო ქართლშიც გააჩნიათ.
„ისლამისტური ჯამაათი ჩამოყალიბებული ფორმით მხოლოდ პანკისშია, მაგრამ საკმაოდ სერიოზული ჯგუფები არსებობს სააქართველოს კიდევ 2 რეგიონში: აჭარაში და ქვემო ქართლში. ყველაფერს თავი რომ გავანებოთ, სალაფიტური, ანუ ვაჰაბიტური, მეჩეთი გვაქვს დედაქალაქში, ფონიჭალაში. ის არ არის დამთავრებული, მაგრამ პროცესი მიდის“, - განაცხადა ექსპერტმა.
გარდა ამისა, მამუკა არეშიძემ აღნიშნა, რომ „საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში ძალიან ბევრი გარღვევაა, რომელიც ამ სენთან [ისლამისტებთან] ბრძოლაში სახელმწიფოს ხელს უშლის“.