გენშტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ჩაჩიბაიამ კომენტარი გააკეთა "ისლამურმა სახელმწიფოს" განცხადებაზე კავკასიის ტერიტორიაზე საკუთარი პროვინციის დაარსების შესახებ. როგორც ბრიგადის გენერალმა „2030“-ის ეთერში განაცხადა, პანიკის ან საფრთხის მიზეზები არ არსებობს.
„მიმდინარე პროცესები ჩვენთვის ახალი არ არის. ამ მოვლენებს ჩვენ სისტემატურად ვაკვირდებით. ჩვენ მზად ვართ სპეციალურ სამსახურებთან თანამშრომლობით შევასრულოთ ნებისმიერი ამოცანა. მინდა ავღნიშნო, რომ რაიმე პანიკის ან რაღაც საფრთხის არსებობის მიზეზი არ არის“, - განაცხადა გენშტაბის უფროსის მოადგილემ.
მისივე თქმით, სახელმწიფო საიდუმლოებიდან გამომდინარე გენშტაბი კონკრეტულ გეგმებს ვერ გაასაჯაროებს.
„ჩვენი ქვედანაყოფები ჩართულები არიან ავღანეთში სტაბილურობის ანტიტერორისტულ ოპერაციებში, შესაბამისად გარკვეული გამოცდილება ჩვენს შეიარეღებულ ძალებში არსებობს. კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებთ ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებთ“, - აღნიშნა ბრიგადის გენერალმა.