ვარშავის სამიტამდე, ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები განიხილეს საქართველოსა და მაკედონიის თავდაცვის მინისტრებმა. ორმხრივი შეხვედრა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა.
თინათინ ხიდაშელის განცხადებით, საქართველოსთვის ვარშავის სამიტი ალიანსთან დაახლოების კარგი საშუალებაა და შესაბამისად, ნატოს წევრი და არაწევრი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მაკედონიის თავდაცვის მინისტრმა ზორან იოლევკსიმ აღნიშნა, რომ მომავალ წელს ვარშავაში დაგეგმილმა სამიტმა უნდა აჩვენოს, რომ ალიანსი ღიაა შემდგომი გაფართოებისთვის, რაც ნატოს კიდევ უფრო გააძლიერებს.
ორმხრივ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ასპირანტი ქვეყნები ვარშავის სამიტისთვის ერთობლივ ფორმატში გააგრძელებენ თანამშრომლობას.