,,ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს, მიიღოს პასუხი როგორც MAP-ზე, ისე გაწევრიანებაზე”, _განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა არასამთავრობო სექტორთან შეხვედრისას.
მისივე თქმით, საქართველომ ვარშავის სამიტზე MAP უნდა მიიღოს.
,,გენერალურ მდივანსაც ვუთხარი, რომ ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს, ზუსტად იცოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება იბრძვის მაქსიმალური შედეგისთვის. საქართველო იბრძვის და ყველაფერს აკეთებს, რომ გადავიდეს თვისობრივად ახალ ეტაპზე ნატო-სთან ურთიერთობაში. ჩვენ უნდა მივიღოთ ვარშავაში MAP-ი და არ ვაპირებთ, დავუწიოთ ტონს მოთხოვნის ნაწილში. ეს არის საქართველოს ხელისუფლების ერთიანი პოზიცია", - განაცხადა ხიდაშელმა.